ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს მთავრობაკულტურის სამინისტროსაქართველოს პარლამენტი

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიის შემდგომ ჩატარებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნორუსთავი 2

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე და ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

"ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, 2024 წელს, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივ ეპარქიასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია; გარკვეული მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის გაფრთხილება და დაცვაა, რისთვისაც მიმდინარე და დაგეგმილი გვაქვს არაერთი მასშტაბური პროექტი", - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღეისათვის, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სრულად გადაიხურა წმინდა გიორგის ტაძრის გუმბათი და აღიმართა თითბრის ჯვარი, აღდგა ტაძრის სახურავის დაზიანებული ფრაგმენტები. აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლისა და ტაძრის დასავლეთ მინაშენის კრამიტის სახურავი. სრულად განახლდა სიძველეთა საცავის სახურავი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კარიბჭე-სამრეკლოს და სამრეკლოს გუმბათზე აღიმართა ახლად ჩამოსხმული თითბრის ჯვარი.

კულტურის მინისტრთან ერთად ალავერდის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი და პარლამენტის წევრი - გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ შარაშიძე და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიმურიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოკულტურის მინისტრი მაია ბითაძე ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნო
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ალავერდის სამონასტრო კომპლექსი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლი, 2024 წელს, სტიქიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივ ეპარქიასთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი სამუშაოები. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია; გარკვეული მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის გაფრთხილება და დაცვაა, რისთვისაც მიმდინარე და დაგეგმილი გვაქვს არაერთი მასშტაბური პროექტი“
მაია ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაია ბითაძემ, თელავის ისტორიულ მუზეუმში, არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ადგილზე მოისმინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები