პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა გიორგი ლოლაძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა კათოლიკოს-პატრიარქს მიაყენა
საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ კათოლიკოს-პატრიარქის შეურაცხყოფისთვის გიორგი ლოლაძე 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო ხელვაჩაურის სასამართლომ იმავე ოდენობის ჯარიმა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისა და მშობლების შეურაცხყოფისთვის დარინა მიქელაძეს დააკისრა.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ 500 ლარით გიორგი ლოლაძე დააჯარიმა, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა კათოლიკოს-პატრიარქ მესამეს მიაყენა.
ხელვაჩაურის სასამართლომ ასევე 500 ლარით დააჯარიმა დარინა მიქელაძე. მან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მისამართით გააკეთა.
"სამ საქმეზე დადგა შემაჯამებელი გადაწყვეტილება. გამოვლენილი პირები ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევად და შეეფარდათ ჯარიმა 500-დან 2 000 ლარამდე ოდენობით. 2 საქმესთან დაკავშირებით საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადაიდო. ერთ-ერთი საქმე შეეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს დარინა მიქელაძის მიმართ, რომელმაც სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენა გამოიყენა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მიმართ. აღნიშნული პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და მას დაეკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით," - აცხადებს შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, მარიამ კერესელიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…