მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - საქმის პროკურორი გიორგი შაფათავა
პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის მცდელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, ბრალი კი მსჯავრდებულსაც წარედგინა. პროკურორ გიორგი შაფათავას განცხადებით, პატიმარმა ციხეში ნარკოტიკის შეტანა ორსული მეუღლის მეშვეობით დააორგანიზა.
ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარედგინა მეოთხე პირსაც, რომელიც მსჯავრდებულია.
პროკურორ გიორგი შაფათავას განცხადებით, მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
"მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შესაბამისად, გამოკვლეული, მოპოვებული მტკიცებულებებით, წარდგენილ იქნა ბრალდება და შემოტანილ იქნა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე ოთხი პიროვნების მიმართ, სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა გამომდინარე იქიდან, რომ დასაბუთებული შუამდგომლობა იყო და სხვა ალტერნატივას ვერ გაითვალისწინებდა. მტკიცებულებები არის ვიდეოჩანაწერები, არის ამოცნობის ოქმები", - განაცხადა პროკურორმა გიორგი შაფათავამ.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები გადასცეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…