პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

იუსტიციის სამინისტრო

პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკის შეტანის მცდელობისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ბრალი წარედგინა კიდევ ერთ მსჯავრდებულს. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა, რა ნივთიერებას გადასცემდა.

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
რუსთავი 2

ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალი წარედგინა მეოთხე პირსაც, რომელიც მსჯავრდებულია.

მამაკაცი დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა. დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ქალს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა, რომლებმაც ნარკოტიკული საშუალებები გადასცეს.

ადვოკატი ლიკა ბითაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა არ იცოდა რა ნივთიერებას გადასცემდნენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზურაბ კერესელიძეს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და გადაცემას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ბრალს არ აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა ეს ფაქტი, თუ რა ნივთიერებას გადასცემდა, რომელიც უშუალოდ გამოატანეს მას და სთხოვეს, რომ გადაეცათ. კერძოდ ხატები იყო ეს და ეს იყო ფსკვნილები და შემდგომ რა იყო შიგნით ნამდვილად არ ჩაუხედავს", - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ზურაბ კერესელიძეს ედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და გადაცემას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ბრალს არ აღიარებს იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა ეს ფაქტი, თუ რა ნივთიერებას გადასცემდა, რომელიც უშუალოდ გამოატანეს მას და სთხოვეს, რომ გადაეცათ. კერძოდ ხატები იყო ეს და ეს იყო ფსკვნილები და შემდგომ რა იყო შიგნით ნამდვილად არ ჩაუხედავს“
ლიკა ბითაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
მსჯავრდებული დაუკავშირდა მის მეუღლეს, ორსულ ქალბატონს, რომელიც ცდილობდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეტანას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში - საქმის პროკურორი გიორგი შაფათავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები