პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თავისი უხამსობის გამოა დაკავებული - პაპუაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტითბილისის საქალაქო სასამართლოშინაგან საქმეთა სამინისტრო

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირს ქვეყნის მიმართ კოლონიალისტური დამოკიდებულება აქვს. ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობასთან დაკავშირებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სანაია ციხეში თავისი უხამსობის გამოა.

თავისი უხამსობის გამოა დაკავებული - პაპუაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე
TV პირველი

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშით უკმაყოფილოა - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროკავშირს საქართველოს მიმართ კოლონიალისტური დამოკიდებულება აქვს.

"ოცნების" ლიდერს აინტერესებს, ვის გულისხმობს ევროკომისია ანგარიშში, როდესაც "თვითნებურად დაკავებულებზე" საუბრობეს, რაზეც "პირველების" ჟურნალისტმა პაპუაშვილს ვახო სანაიას პატიმრობა გაუხსენა და უთრა, რომ ჟურნალისტი ფბ-პოსტის გამო ჰყავთ დაპატიმრებული.

"ის [ვახო სანაია ციხეში] თავისი უხამსობის გამოა. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ" - განაცხადა საპასუხოს შალვა პაპუაშვილმა.

ანგარიში და გვერდები არ ნიშნავს სიმართლეს და ეს არ არის ავტორიტეტი. მოესვით ამ კდემას ბრიუსელსი მიმართ, რომ რახან ბრიუსელმა თქვა, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტება. ბრიუსელმაც შეიძლება თქვას ტყუილი. ახლა ავიღოთ ეს დოკუმენტი და ჩავხედოთ შიგნით - როცა საუბრობენ თვითნებურად დაკავებულებზე, ხომ მარტივი ტყუილია ბრიუსელის მხრიდან - ვეკითხებით, ვინ არის და ვერ გვპასუხობენ, ამიტომ რა არის ჩვენი დასკვნა, თქვენი დასკვნა რა იქნებოდა?

("პირველების" ჟურნალისტის კითხვა: მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში) - ყველაფერზე არის მართლმსაჯულების გადაწყვეტილება, თქვენ გაიხედეთ აბა, რატომ ისჯებიან გერმანიაში, ბრიტანეთში. 1800 საჩივარი აქვს შეტანილი გერმანიის კანცლერს მის წინააღმდეგ შეურაცხყოფის გამო.

სურთ დაამკვიდრონ უხამსობა, გინება, დედის გინება, უნდათ დაამკვიდრონ, როგორც პოლიტიკური დისკუსიის ნაწილი. თქვენ ამის მომხრე ხართ? ( "პირველების" ჟურნალისტი: არ ვართ მომხრე, მაგრამ შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტში იგინებოდა). მთავარია ჩვენ გვინდა, რომ უხამსობა ზოგადად საზოგადოებრივ სივრცეში არ იყოს პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური დისკუსიის ნაწილი, ვინაიდან საბოლოო ჯამში უხამსობა იწვევს დაპირისპირებას და ა.შ.", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ჟურნალისტი ვახო სანაია უკვე იყო 14-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში. ის საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 22 ივლისს დააკავეს. მაშინ, ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის შს სამინისტროში შექმნილმა, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშალვა პაპუაშვილი ვახო სანაიაზე - ის თავისი უხამსობის გამოა დაკავებული - მე საერთოდ არაფერ შუაში ვარ
  2. ალიაოპოზიციური“მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში” – პაპუაშვილი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის [ვახო სანაია ციხეში] თავისი უხამსობის გამოა. მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“მარტივად გეტყვით, რატომ ზის დღეს ვახო სანაია ციხეში” – პაპუაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები