ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პირები, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტ ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები
ევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტებიფორმულა

ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა უპასუხა ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ დასმულ შეკითხვას.

ევროკომისიის პრესპიკერის შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებები მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. მისი თქმით, ოცნება აგრძელებს სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას.

"ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას.

საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა", - თქვა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ვახო სანაიას მოსამართლე თორნიკე ქოჩქინმა 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, "ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისა და ვლადიმერ ბოჟაძის სიტყვიერი შეურაცხყოფის საბაბით, შეუფარდა. ივლისში, ვახო სანაიამ დროებითი მოთავსების იზოლატორში 14 დღე გაატარა, რაც ასევე ფეისბუქ-სტატუსს უკავშირდებოდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პარტიების აკრძალვა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს – ევროკომისიის პრესსპიკერიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები