პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ქართული ოცნება

ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა ხელისუფლებას უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა. მანამდე ჟურნალისტ ვახო სანაიას სასამართლომ ფეისბუკ-პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ბრიუსელი "ოცნებას" დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
TV პირველი

ევროკომისიის პრესსპიკერი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის შეფარდებულ 30 დღიან პატიმრობას გამოეხმაურა.

„ევროსკოპის” შეკითხვაზე კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ისინი გამოხატავენ მკაფიო პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მისივე თქმით, პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენაა მიმართული.

რისტიან უიგანდის თქმით, "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყენბლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა".

„ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა”, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა." - კრისტიან უიგანდი

"ფორმულას" წამყვანს Facebook სტატუსუს გამო, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს შეუფარდა.

ტელეწამყვანს ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო, შეუფარდეს პატიმრობა.

სანაიას შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.

ჟურნალისტი ერთხელ უკვე იყო 14-დღიან პატიმრობაში ამავე საბაბით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ფორმულაოპოზიციურიევროკომისიის პრესპიკერი სანაიაზე: დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტები
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საგარეო უწყება ევროკომიის კრიტიკაზე: „აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები