ფრანგული მედია: ბომბის შესახებ შეტყობინების გამო დუბლინი-რომის რეისი საფრანგეთის სამხედრო ბაზაზე გადაამისამართეს
ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, ავიაკომპანია Aer Lingus-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომისკენ მიფრინავდა, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გადაამისამართეს. მედიის ინფორმაციით, ვითარებას საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის აპარატი რეალურ დროში აკვირდება.

ირლანდიის ავიაკომპანია Aer Lingus-ის კუთვნილი Airbus A320-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, ბომბის შესახებ შეტყობინების გამო საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე გადაამისამართეს. ინფორმაციას ფრანგული მედია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ვითარებას პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს აპარატი რეალურ დროში აკვირდება.
ფრენების პირდაპირი მონიტორინგის პლატფორმა FlightRadar24-ის მონაცემებით, Aer Lingus-ის რეისმა, რომელიც პარიზის სამხრეთით, ესონის დეპარტამენტის თავზე იმყოფებოდა, კურსი შეცვალა და უკან შემობრუნდა.
ამის შემდეგ თვითმფრინავმა ჰაერში რამდენიმე წრე გააკეთა, ჩრდილოეთის მიმართულებით აიღო გეზი, შემდეგ კი კვლავ სამხრეთისკენ შეუხვია და ნორმანდიის სამხედრო-საჰაერო ბაზისკენ გაემართა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…