Reuters - ევროპის მასშტაბით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, ათზე მეტ თვითმფრინავს ავარიულად დაშვება მოუხდა
ევროპის მასშტაბით, ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ მიღებული შეტყობინებების გამო, ათზე მეტი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა ან სხვა მიმართულებით გადამისამართდა.

ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დღეს დილით, ირლანდიური ავიაკომპანია Aer Lingus-ის Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც დუბლინიდან რომში მიფრინავდა, ავარიულად საფრანგეთში დაეშვა. ავიაკომპანიამ თვითმფრინავის შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ დაშვება წინასწარი სიფრთხილის ზომას წარმოადგენდა.
მოგვიანებით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების შემდეგ, Ryanair-ის სამი თვითმფრინავი ბულგარეთში დაეშვა. ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, შემოწმებების შემდეგ საფრთხე არ აღმოჩენილა.
ასევე, თვითმფრინავების ავარიულად დაშვება გახდა საჭირო ავსტრიის, რუმინეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და იტალიის სხვადასხვა აეროპორტებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…