ირაკლი კობახიძე: “ევროკომისიის ანგარიში მწვავე მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ის მწვავეა მისი ავტორებისთვის. მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში არ არის მწვავე, რადგან მასში არსებული შენიშვნები ფაქტებსა და მყარ არგუმენტებს არ ეფუძნება.

“ევროკომისიის ანგარიში არ არის მწვავე. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს ეხებოდა.
„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ევროკომისიის ანგარიში არ არის მწვავე. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ, რომ არცერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე“
„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…