პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიდგომებში ცვლილება არ შეიმჩნევა და ქართველი ხალხის მიმართ არსებული ორმაგი სტანდარტის გამო, გაფართოების მორიგ ანგარიშში გაუმჯობესებას არ ელოდებიან.

ირაკლი კობახიძე – ვხედავთ უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ევროკომისიის მორიგ ანგარიშში რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ
პირველი არხი

ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკომისიის მორიგი ანგარიში ალბათ წინას მსგავსი იქნება, რადგან ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი რაიმე გაუმჯობესებას ამ მხრივ არ ელოდება.

„ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე არსებით ცვლილებას ევროკომისიის მიდგომებში, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ორმაგი სტანდარტი, უსამართლო დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, რაც ჯერჯერობით არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ რაიმე გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, რაც სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები