პრემიერი ევროკომისიის ანგარიშზე: არ არის მწვავე ანგარიში, მწვავე იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული, ანგარიში მწვავეა მისი ავტორებისთვის - ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, რაც ძალიან სამწუხაროა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშს ნული სიმწვავე აქვს, რადგან მასში არცერთი შენიშვნა არ ეფუძნება მყარ არგუმენტებს და დოკუმენტი მხოლოდ მისი ავტორებისთვისაა მწვავე.

ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს შეეხებოდა.
მისივე თქმით, მწვავეა ეს ანგარიში მისი ავტორებისთვის.
"შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,"- აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…