მაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. "მოლოტოვის კოქტეილს" კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს
ოპოზიციონერი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას მთავრობის ჩამოსაგდებად. მისი თქმით, ხალხს აჯანყების უფლება აქვს, და ირაკლი კობახიძეს აფრთხილებს, რომ თავში მოლოტოვის კოქტეილი არ მოხვდეს.

ოპოზიციი აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.
აქვე, ამბობს, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება, შესაბამისად, მისივე თქმით, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას უჭერს მხარს.
"რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხალხს აჯანყებამდე მიიყვანს უხიაგი მთავრობა, სადაც კონსტიტუციას გადაიხევენ თავზე და საკონსტიტუციო წესრიგს თავად დაამხობენ, სადაც ხალხის მიერ საუკუნეების წინ არჩეულ საგარეო კურსს ერთი განცხადებით შეცვლიან. "მოლოტოვის კოქტეილს" კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს, ვინაიდან ხალხს აქვს მთავრობის ჩამოგდების უფლება, დამხობის უფლება ეგეთ დროს. ირაკლი კობახიძემ არ იცის, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება? და კობახიძე ფრთხილად იყოს თავის გაბუებულ თავში არ მოხვდეს ეგ მოლოტოვის კოქტეილი, ხალხი ისე არ გაამწაროს ბოლოს.
რა ყველაფერი უნდა ღეჭო ამ ქოცებისთვის, კი ვერ დააჯერებ, რომ კანონში რაც არ წერია, ისეთი უფლებებიც არსებობს.
რატომ კომპლექსდებით ყველა ამ "მოლოტოვის კოქტეილის" ხსენებაზე?!
ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!
ბუნებითია ეგ!" - წერს მაგდა მამუკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხალხს აჯანყებამდე მიიყვანს უხიაგი მთავრობა, სადაც კონსტიტუციას გადაიხევენ თავზე და საკონსტიტუციო წესრიგს თავად დაამხობენ, სადაც ხალხის მიერ საუკუნეების წინ არჩეულ საგარეო კურსს ერთი განცხადებით შეცვლიან. "მოლოტოვის კოქტეილს" კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს, ვინაიდან ხალხს აქვს მთავრობის ჩამოგდების უფლება, დამხობის უფლება ეგეთ დროს. ირაკლი კობახიძემ არ იცის, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება? და კობახიძე ფრთხილად იყოს თავის გაბუებულ თავში არ მოხვდეს ეგ მოლოტოვის კოქტეილი, ხალხი ისე არ გაამწაროს ბოლოს. რა ყველაფერი უნდა ღეჭო ამ ქოცებისთვის, კი ვერ დააჯერებ, რომ კანონში რაც არ წერია, ისეთი უფლებებიც არსებობს. რატომ კომპლექსდებით ყველა ამ "მოლოტოვის კოქტეილის" ხსენებაზე?! ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა! ბუნებითია ეგ!“
„ხსენებაზე?! ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა! ბუნებითია ეგ!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…