პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ელექტროენერგეტიკული ქსელისთვის 64.5 მილიარდი დრამის ზიანის მიყენების საქმეზე ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. კარაპეტიანი და მისი თანაპარტიელები მომხდარს პოლიტიკურ დევნასა და საკონსტიტუციო საკითხს უკავშირებენ.

ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
რადიო თავისუფლება

კარაპეტიანი გუშინ, 4 ნოემბერს დააკავეს საქმესთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის ელექტროენერგეტიკული ქსელისთვის 64.5 მილიარდი დრამის (დაახლოებით 178.86 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით ზიანის მიყენებას ეხება.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კარაპეტიანის გარდა, სისხლის სამართლის საქმე კიდევ 35 პირის წინააღმდეგ აღიძრა.

მათ ედავებიან სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ორგანიზებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მინდობილი ქონების მითვისების ორგანიზებას, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ცალკეულ ეპიზოდებს.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ამ პირებს შორის არიან სომხეთის ელექტროქსელების კომპანიის (ENA) დირექტორთა საბჭოს ცალკეული წევრები, კომპანიის გენერალური დირექტორი და მისი მოადგილე, ასევე სხვა პასუხისმგებელი პირები.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის ვარდან მაკარიანი, სომხეთის ელექტროქსელების კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.

გუშინვე სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, სამველ კარაპეტიანისა და ამავე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის სახლები.

ნარეკ კარაპეტიანმა მომხდარი „ძლიერი სომხეთის“ მოძრაობის მიერ ახალი კონსტიტუციის საკითხზე დაფიქსირებულ მკაცრ პოზიციას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ამ გზით მათ „გადარწმუნებას“ ცდილობს.

ბოლო დღეებში სომხეთის შიდა პოლიტიკური დისკუსიების მთავარი თემა ახალი კონსტიტუცია გახდა. ოპოზიცია მას „ალიევის კონსტიტუციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს დოკუმენტს.

სომხეთის მმართველ პარტიას, „სამოქალაქო შეთანხმებას“, რომელმაც ბოლო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ოპოზიციის სულ მცირე ექვსი ხმა სჭირდება.

გასულ წელს მილიარდერ სამველ კარაპეტიანს ბრალი წარუდგინეს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების, ფულის გათეთრების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და თაღლითობის ბრალდებებით. საქმე სასამართლოში განიხილება.

კარაპეტიანი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომედია: სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთის" ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს - მედია
  3. POSTVსამთავრობომედია: “სომხეთში ოპოზიციური პარტიის – „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს”
  4. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური გაერთიანება "ძლიერი სომხეთის" ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები