პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. საგამოძიებო უწყება მას და კიდევ 35 პირს „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ 178 მილიონი დოლარის ზიანის მიყენებას, ქონების მითვისებასა და თანხების გათეთრებას ედავება.

ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
ინტერპრესნიუსი

ოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი კერძო სექტორში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, კერძოდ, კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ფინანსური ზიანის მიყენების საქმეში ფიგურირებს.

ასევე, სამველ კარაპეტიანს ბრალად დიდი ოდენობით ქონების მითვისება და თანხების გათეთრება ედება.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი 4 ნოემბერს დააკავეს. მანამდე სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სამველ კარაპეტიანისა და „ძლიერი სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელის, ნარეკ კარაპეტიანის სახლებში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც სომხეთის საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნეს, ჩხრეკა 65 მისამართზე ჩატარდა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ კომპანია „სომხეთის ელექტროქსელებს“ 64.5 მილიარდი სომხური დრამის (178 მილიონი აშშ დოლარი) ფინანსური ზარალი მიადგა, ხოლო სამველ კარაპეტიანის და კიდევ 35 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 2
  1. იმედინიუსისამთავრობომედია: სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთის" ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს - მედია
  3. POSTVსამთავრობომედია: “სომხეთში ოპოზიციური პარტიის – „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს”
  4. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური გაერთიანება "ძლიერი სომხეთის" ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურისომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერის სამველ კარაპეტიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები