პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავეს

სომხეთში ბიზნესმენი და „ტაშირის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მას და კიდევ 35 პირს „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ 64 მილიარდ დრამზე მეტი ზიანის მიყენებას, ქონების მითვისებასა და ფულის გათეთრებას ედავებიან.

სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
ნეტგაზეთი

სომხეთში ბიზნესმენი, კომპანიათა ჯგუფ „ტაშირის“ დამფუძნებელი სამველ კარაპეტიანი დააკავეს.

„არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტიდან აცნობეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მის და კიდევ 35 პირის მიმართ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრა „სომხეთის ელექტროქსელებისთვის“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების, მინდობილი ქონების მითვისებისა და ფულის გათეთრების საქმეზე.

საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, კომპანიისთვის მიყენებული საერთო ზარალი 64 მილიარდ 585 მილიონ დრამზე მეტს შეადგენს.

საქმის ფარგლებში, ოფიციალური ცნობითვე, ერთდროული ჩხრეკა ჩაატარეს 65 საცხოვრებელ ბინასა და კომპანიების საქმიანობის მისამართებზე.

სამველ კარაპეტიანი სხვა სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ხელისუფლების მიტაცებისა და კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საჯარო მოწოდებების გახმოვანებისთვის. კიდევ ერთ საქმეზე კარაპეტიანს ბრალდება ფულის გათეთრების მუხლით ჰქონდა წაყენებული.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობომედია: სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური პარტიის "ძლიერი სომხეთის" ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს - მედია
  3. POSTVსამთავრობომედია: “სომხეთში ოპოზიციური პარტიის – „ძლიერი სომხეთის“ ლიდერი, სამველ კარაპეტიანი დააკავეს”
  4. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთში ოპოზიციური გაერთიანება "ძლიერი სომხეთის" ლიდერი სამველ კარაპეტიანი დააკავეს
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიოპოზიციური პარტიის, „ძლიერი სომხეთის“ ლიდერ სამველ კარაპეტიანს ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიოპოზიციური „ძლიერი სომხეთის“ ლიდერს, სამველ კარაპეტიანს, ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ციხეში გარდაიცვალა სომეხი ოპოზიციონერი, სტეპანავანის მერობის ყოფილი კანდიდატიწაიკითხე

უახლესი ამბები