პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

18 წელი მიუსაჯეს მამინაცვალს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

საქართველოს პროკურატურა

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისა და იძულების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება პროკურატურა.

18 წელი მიუსაჯეს მამინაცვალს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა
ბათუმელები

პროკურატურის ცნობით, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა.

„ასევე, ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა“ – წერს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოარასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისა და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  3. TV პირველიოპოზიციურიარასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციურიარასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასევე, ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები