არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისა და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებასა და იძულებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იტყობინება პროკურატურა.

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა. ასევე ბრალდებული დაზარალებულის მიმართ ფსიქიკურ იძულებას ახორციელებდა, რა დროსაც მოკვლით ემუქრებოდა, თუ გაუპატიურების ფაქტების შესახებ ვინმეს ეტყოდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ (ხუთი ეპიზოდი)) და 11 პრიმა 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა.
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
18 წელი მიუსაჯეს მამინაცვალს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა
ციტატები სტატიიდან
„ქვეპუნქტით (ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი იძულება (სამი ეპიზოდი)) წარედგინა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…