პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრა და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ომის სწრაფად დასასრულებლად მოლაპარაკებების ტემპი და საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა საჭირო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრა და საჰაერო თავდაცვის საკითხი განიხილა
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ზელენსკის თქმით, საუბარი ძალიან დეტალური იყო და საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

„ვემზადებით უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრისთვის, რომელიც გუნდების დონეზე ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაიმართება“, - განმარტა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართება შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე.

„მოლაპარაკებების ტემპი რაც შეიძლება ინტენსიური უნდა იყოს, რათა ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. უკრაინა მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები, ჩვენი წინადადებები ნათელია და ჩვენ ჩვენი წინადადებები ამერიკულ მხარეს გადავეცით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, საუბრის დროს ასევე განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„გვჭირდება Рatriot-ის ტიპის რაკეტები, რათა დავიცვათ სიცოცხლე რუსული დარტყმებისგან. უნდა გავაგრძელოთ ამერიკასთან თანამშრომლობა ყველა ორმხრივ საკითხზე, განსაკუთრებით დრონების შესახებ შეთანხმებების ფორმატში. უკრაინა მადლიერია შეერთებული შტატების უკრაინის დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის და ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიები ნამდვილად ურყევი უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკიმ უიტკოფთან და კუშნერთან რუსეთთან დაგეგმილი მოლაპარაკებები განიხილა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი - ყველა მხარესთან ვმუშაობთ, რათა მდგრადი მშვიდობისკენ გზა ვიპოვოთ - ვაფასებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გუნდის კონსტრუქციულ ჩართულობასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები