იქ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მკვლელობის მცდელობაზე, საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელები ლამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად შერაცხეს - ნიკოლოზ სამხარაძე ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე
ნიკოლოზ სამხარაძე დასავლეთს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროპაში „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაზე საქმე მკვლელობის მცდელობით აღიძრა, საქართველოში კი მსროლელები თითქმის გმირებად შერაცხეს.

ევროპაში მიმდინარე არეულობები და დასავლელი პარტნიორების ორმაგი სტანდარტები - თემაზე "ქართულ ოცნებაში" კვლავ განცხადებები კეთდება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, ის უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც თბილისში პოლიციელებზე თავდასხმასა და ხანძრის გაჩენას პროტესტის გამოხატვად თვლიდნენ, დღეს საკუთარ ქუჩებში იგივე ქმედებებს მკვლელობის მცდელობად აფასებენ.
"ვხედავთ რა ხდება ევროპის ქალაქებში, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში.
როგორი განსხვავებული მიდგომა აქვს ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, თუნდაც იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდება ევროპაში ან ალბანეთში და იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში - არის დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები.
იქ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელები ლამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად შერაცხეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„ვხედავთ რა ხდება ევროპის ქალაქებში, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებში. როგორი განსხვავებული მიდგომა აქვს ევროკავშირისა და ევროკომისიის წარმომადგენლებს, თუნდაც იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ხდება ევროპაში ან ალბანეთში და იმასთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საქართველოში - არის დიამეტრალურად განსხვავებული მიდგომები. იქ "მოლოტოვის კოქტეილის" სროლაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ადამიანის მკვლელობის მცდელობაზე, საქართველოში "მოლოტოვის კოქტეილის" მსროლელები ლამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად შერაცხეს“
„მსროლელები ლამის ეროვნულ-განმათავისუფლებელ გმირებად შერაცხეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…