ნიკოლოზ სამხარაძე: როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. მისი თქმით, მაშინ, როცა თბილისში სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა ხდებოდა, ევროკომისია აქციებს მშვიდობიანს უწოდებდა.

რამდენიმე ევროპულ ქალაქში განვითარებულ პროცესებს - არეულობას, დემონსტრაციებს და პოლიციას შორის დაპირისპირებას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, თბილისში მიმდინარე აქციებს ევროკომისია მშვიდობიანს უწოდებდა, რაც ორმაგი სტანდარტია.
„როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროპული ქვეყნების სახელით ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. სწორედ აქ ვხედავთ მთავარ პრობლემას და სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„როდესაც თბილისში იგივე რამ ხდებოდა და როცა შეტევა იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ევროპული ქვეყნების სახელით ევროკომისია აკეთებდა განცხადებებს, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია. სწორედ აქ ვხედავთ მთავარ პრობლემას და სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტის გამოვლინება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.