კომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა და სკოლამდელ დაწესებულებებში მედიაწიგნიერების დასანერგად ადაპტირებული ფინური გზამკვლევი წარადგინა.

მედიაწიგნიერების დანერგვა იწყება სკოლამდელ განათლებაში - კომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავარი აქცენტი ადრეული ასაკიდანვე ბავშვების მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე გაკეთდა.
ComCom-ის წარმომადგენლებმა პედაგოგებს სპეციალური, ქართულად ადაპტირებული გზამკვლევი წარუდგინეს, რომელიც ბაღებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს აერთიანებს.
"სკოლამდელი განათლების მიმართულებით კომისიამ თარგმნა ქართულ ენაზე და ადაპტირება მოახდინა ფინური სახელმძღვანელოს და გზამკვლევის, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის წარმოადგენს სახელმძღვანელოს და საუკეთესო რესურსსა და მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მედიაწიგნიერების უნარების და ციფრული წიგნიერების, შესაბამისი ციფრული უნარების დანერგვა ადრეული ასაკის ბავშვებში", - აცხადებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„სკოლამდელი განათლების მიმართულებით კომისიამ თარგმნა ქართულ ენაზე და ადაპტირება მოახდინა ფინური სახელმძღვანელოს და გზამკვლევის, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის წარმოადგენს სახელმძღვანელოს და საუკეთესო რესურსსა და მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მედიაწიგნიერების უნარების და ციფრული წიგნიერების, შესაბამისი ციფრული უნარების დანერგვა ადრეული ასაკის ბავშვებში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…