პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს "ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ" წარუდგინა

ComCom - კომუნიკაციების კომისიაგანათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

კომუნიკაციების კომისიამ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ქართულ ენაზე ადაპტირებული გზამკვლევი „ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ“ წარუდგინა.

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს "ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ" წარუდგინა
რუსთავი 2

კომუნიკაციების კომისიამ, სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსა და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადრეული ასაკიდან მედიაწიგნიერების უნარების განვითარების მნიშვნელობასა და საგანმანათლებლო პროცესში შესაბამისი რესურსების გამოყენებაზე. ComCom-ის წარმომადგენლებმა წარადგინეს კომისიის მიერ გამოცემული და ქართულ ენაზე ადაპტირებული გზამკვლევი "ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ", რომელიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების მეთოდებს აერთიანებს.

გზამკვლევი ფინეთის ეროვნული აუდიოვიზუალური ინსტიტუტის (KAVI) მიერ არის შემუშავებული და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მედიის გაგებასა და შეფასებას, მედიის შექმნასა და მედიაგარემოში ნავიგაციას. რესურსი ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებზეა მორგებული და აღმზრდელებს მედიაწიგნიერების უნარების განვითარებისთვის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების სკოლამდელ განათლებაში დანერგვის მიზნით გზამკვლევი "ბილიკი მედიაწიგნიერებისკენ" საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ქართულ საგანმანათლებლო სტანდარტებს მოარგო. ComCom-ი აღნიშნული რესურსის შესახებ, საქართველოს მასშტაბით, საბავშვო ბაღების ინფორმირებას და ეტაპობრივად გადაცემას გეგმავს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოკომუნიკაციების კომისიამ, სკოლამდელ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებსა და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე, კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები