პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას „ლივერპულის“ მეკარემ, ალისონ ბეკერმა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რისთვისაც სტატისტიკურმა პორტალებმა დაბალი შეფასებები მიანიჭეს.

3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
სპორტალი

ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მეოთხე ტურში „ლივერპული“ გასვლაზე „ფენერბაჰჩესთან“ 2:3 დამარცხდა.

მერსისაიდული გუნდის კარს ალისონი იცავდა, რომელმაც სამი გაშვებული გოლის გარდა, შეხვედრის დასასრულს კარიდან გამოსვლისას უხეში შეცდომა დაუშვა, მაგრამ მეტოქემ ამით ვერ ისარგებლა. ბეკერმა Flashscore -სგან და Whoscored-ისგან ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო (5.9, 6.0), Sofascore-მ კი მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

„ლივერპულმა“ ტურნირზე ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ მარცხი განიცადა და მომდევნო მატჩს 8 ნოემბერს გამართავს - პრემიერლიგის მეათე ტურში ლონდონში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

სტამბოლი. „შუქრუ სარაჯოღლუ“

ფენერბაჰჩე - ლივერპული 3:2

გოლები: 0:1 ნიონი (25), 1:1 გრინვუდი (29), 1:2 ისაკი (69), 2:2 ბრაუნი (73), 3:2 მურიკი (79)

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები