ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
არსენალმა 2012 წლის შემდეგ ენფილდზე პირველად გაიმარჯვა და ლივერპული 0:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ალისონმა სტატისტიკური პორტალებისგან განსხვავებული შეფასებები მიიღო.

პრემიერლიგის მეცხრე ტურში „ლივერპული“ სახლში „არსენალთან“ 0:1 დამარცხდა.
„არსენალმა“ 2012 წლის შემდეგ „ენფილდზე“ პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მასპინძელთა გუნდის კარს ალისონი იცავდა. მან Whoscored-ისგან და Flashscore-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო (5.7, 5.9), Sofascore-მ კი მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
„არსენალი“ 24 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მანჩესტერ სიტის“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პრაღაში „სლავიასთან“ ჩაატარებს.
„ლივერპულმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ ხუთი მოგების შემდეგ წააგო, 15 ქულით მე-5 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 4 ნოემბერს გამართავს - ჩემპიონთა ლიგაზე სტამბოლში „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - არსენალი 0:1
გოლი: ჰავერცი (16)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…