[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულმა“ „ვილიარეალი“ 4:3 დაამარცხა, თუმცა მატჩის მე-4 წუთზე ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ ვირჯილ ვან დაიკის შეცდომის შემდეგ გახსნა და ალისონ ბეკერს გაუტანა.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მესამე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ვილიარეალი" 4:3 დაამარცხა.
"წითლების" კარს ალისონ ბეკერი იცავდა, გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო იყო. სტუმართა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-4 წუთზე "ყვითელი წყალქვეშა" ნავი დააწინაურა. მიქაუტაძემ მეტოქეთა ნიდერლანდელი მცველის, ვირჯილ ვან დაიკის შეცდომით ისარგებლა და ალისონს გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა.
ამის შემდეგ "ლივერპულის" დაცვის ხაზი კვლავ შეცდა და 29-ე წუთზე სერხი კარდონამ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 36-ე წუთზე მაკ ალისტერმა ანგარიში შეამცირა, 45+2 წუთზე კი რონალდ არაუხომ მერსისაიდელთა რიგებში სადებიუტო გოლის გატანა მოახერხა.
მეორე ტაიმში უპირატესობა ანდონი ირაოლას გუნდის მხარეს გადავიდა, 65-ე წუთზე მაკ ალისტერმა დუბლი შეასრულა, 4 წუთში კი კოდი გაკპოს პასით ფლორიან ვირცმა გაიტანა. 87-ე წუთზე ტანიტოლუვა ოლუვასეიმ ანგარიში შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" ვეღარაფერი მოახერხა.
„ლივერპული“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს სახლში „ბრაიტონთან“ გამართავს, ხოლო „ვილიარეალი“ 24 ოქტომბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება.
ლივერპული. „ენფილდი“
ლივერპული - ვილიარეალი 4:3
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (4), 0:2 კარდონა (29), 1:2 მაკ ალისტერი (36), 2:2 არაუხო (45+2), 3:2 მაკ ალისტერი (65), 4:2 ვირცი (68), 4:3 ოლუვასეი (87)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.