ლევან მახაშვილი: როგორც ჩანს, ბევრმა ერთი რაღაც ვერ გაიგო, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ფუფუნება, საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანას საგარეო პოლიტიკის სხვების გაღიზიანებაზე აგების ფუფუნება არ აქვს, ხოლო ევროკომისიის ანგარიშში უკუსვლად მონიშვნა კაია კალასის განცხადებებთან მხოლოდ 38%-იან მიერთებას უკავშირდება.

როგორც ჩანს, ბევრმა ერთი რაღაც ვერ გაიგო, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ფუფუნება, საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს დიპლომატია.
„33 თავიდან ორი თავია, სადაც უკუსვლაზეა საუბარი. პირველი, ეს არის 23-ე თავი, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, მეორე ეს არის 31-ე თავი, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩავყვეთ დეტალურად, რატომ არის მონიშნული ეს, როგორც დემოკრატიის ან ზოგადად, ქვეყნის უკუსვლა.
დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით, აქ საუბარია უკუსვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ 40 პროცენტის ნაცვლად, რაც გვქონდა წინა წელს, საქართველო დღეს შეუერთდა 38 პროცენტს, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ძირითადად, 4 ქვეყანაზეა საუბარი. ეს არის ისრაელი, ირანი, რუსეთი და ბელარუსი. ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს, თუმცა ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით და არ გვაქვს ფუფუნება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაგოთ ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლა თავისით არ მოდის, თავზე არ გვეცემა. ეს არის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„33 თავიდან ორი თავია, სადაც უკუსვლაზეა საუბარი. პირველი, ეს არის 23-ე თავი, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, მეორე ეს არის 31-ე თავი, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩავყვეთ დეტალურად, რატომ არის მონიშნული ეს, როგორც დემოკრატიის ან ზოგადად, ქვეყნის უკუსვლა. დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით, აქ საუბარია უკუსვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ 40 პროცენტის ნაცვლად, რაც გვქონდა წინა წელს, საქართველო დღეს შეუერთდა 38 პროცენტს, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ძირითადად, 4 ქვეყანაზეა საუბარი. ეს არის ისრაელი, ირანი, რუსეთი და ბელარუსი. ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს, თუმცა ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით და არ გვაქვს ფუფუნება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაგოთ ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლა თავისით არ მოდის, თავზე არ გვეცემა. ეს არის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…