პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მახაშვილი: ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე

დეპუტატ ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მზაობა არ არის და თბილისი მზად არის დიალოგისა და კომპრომისებისთვის, თუმცა ქვეყნის გზა არა ევროჩინოვნიკების განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე გადის.

ლევან მახაშვილი: ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე
იმედინიუსი

ვხედავთ, რომ წევრ ქვეყნებში ამისი [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] მზაობა არ არის. არათუ გამკაცრების, არამედ პირიქით შერბილებისა და პოლიტიკური დიალოგის დაწყების მცდელობაა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველო ევროკავშირისგან სამართლიან და ობიექტურ მიდგომას ითხოვს.

„უცხოური ჩარევების გამო ჩვენ ვიხილეთ არაერთი ელჩის გაძევება ევროკავშირში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთ ქვეყანაში არჩევნები გააუქმეს უცხოური ჩარევების გამო. არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ ბრიუსელისგან, ვითხოვთ სამართლიან, ობიექტურ მიდგომას ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე და ამ ფორმით მზად ვარ ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე. თბილისი მზად არის დიალოგისთვის იმ მიზნით, რომ პრობლემური საკითხები მოვაგვაროთ და სადაც შესაძლებელია, კომპრომისებზე წავიდეთ“, - აღნიშნა მან.

მახაშვილმა ასევე უპასუხა ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში მოლდოვა-უკრაინასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„მე არ მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო ამ ქვეყნებზე, ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს რაც ხდება იქ, ჩვენ არავის ვედრებით, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ ამ შედარებების გაკეთებას, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში გვადარებენ ხან უკრაინას, ხან მოლდოვას, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უცხოური ჩარევების გამო ჩვენ ვიხილეთ არაერთი ელჩის გაძევება ევროკავშირში, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთ-ერთ ქვეყანაში არჩევნები გააუქმეს უცხოური ჩარევების გამო. არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ ბრიუსელისგან, ვითხოვთ სამართლიან, ობიექტურ მიდგომას ურთიერთთანასწორობის ნიადაგზე და ამ ფორმით მზად ვარ ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ საკითხზე. თბილისი მზად არის დიალოგისთვის იმ მიზნით, რომ პრობლემური საკითხები მოვაგვაროთ და სადაც შესაძლებელია, კომპრომისებზე წავიდეთ“
„მე არ მინდა, რომ ბევრი ვისაუბრო ამ ქვეყნებზე, ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს რაც ხდება იქ, ჩვენ არავის ვედრებით, მხოლოდ მაშინ ვცდილობთ ამ შედარებების გაკეთებას, როდესაც ნეგატიურ კონტექსტში გვადარებენ ხან უკრაინას, ხან მოლდოვას, ყველას თავისი გზა აქვს გასავლელი და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით, ოღონდ ეს გზა გადის არა კაია კალასის თუ მარტა კოსის განცხადებებზე, არამედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: “დასანანია, რომ პოლიტიკური დიალოგის არარსებობის პირობებში, ეს რჩება ცალმხრივ დოკუმენტად, ამიტომ არის აუცილებელი დიალოგი. ელჩის მხრიდან ითქვა და გამოჩნდა კიდეც, საიდან მიდის ინფორმაციები – ეს არის NGO-ების ანგარიშები”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები