ლევან მახაშვილი: “ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია”
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში უკუსვლაზე საუბარი მხოლოდ ორ თავშია და საქართველო საგარეო პოლიტიკას სხვების გაღიზიანებაზე ვერ ააგებს.

“ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
მახაშვილის თქმით, საქართველომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს დიპლომატია.
„33 თავიდან ორი თავია, სადაც უკუსვლაზეა საუბარი. პირველი, ეს არის 23-ე თავი, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, მეორე ეს არის 31-ე თავი, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩავყვეთ დეტალურად რატომ არის მონიშნული ეს, როგორც დემოკრატიის ან ზოგადად, ქვეყნის უკუსვლა.
დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით, აქ საუბარია უკუსვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ 40 პროცენტის ნაცვლად, რაც გვქონდა წინა წელს, საქართველო დღეს შეუერთდა 38 პროცენტს, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ძირითადად, 4 ქვეყანაზეა საუბარი. ეს არის ისრაელი, ირანი, რუსეთი და ბელარუსი. ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს, თუმცა ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაგოთ ვიღაცების გაღიზიანებაზე და კრიტიკაზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლა თავისით არ მოდის, თავზე არ გვეცემა. ეს არის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი“, – აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება საგარეო პოლიტიკა ვიღაცების გაღიზიანებასა და კრიტიკაზე ავაგოთ“
„33 თავიდან ორი თავია, სადაც უკუსვლაზეა საუბარი. პირველი, ეს არის 23-ე თავი, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, მეორე ეს არის 31-ე თავი, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები. ჩავყვეთ დეტალურად რატომ არის მონიშნული ეს, როგორც დემოკრატიის ან ზოგადად, ქვეყნის უკუსვლა. დავიწყოთ საგარეო პოლიტიკით, აქ საუბარია უკუსვლაზე მხოლოდ იმიტომ, რომ 40 პროცენტის ნაცვლად, რაც გვქონდა წინა წელს, საქართველო დღეს შეუერთდა 38 პროცენტს, კაია კალასის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ძირითადად, 4 ქვეყანაზეა საუბარი. ეს არის ისრაელი, ირანი, რუსეთი და ბელარუსი. ამ ქვეყნებთან დაკავშირებულ განცხადებებს, თუმცა ერთი რაღაც ვერ გაიგო როგორც ჩანს ბევრმა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამ სიტყვის კარგი გაგებით და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა ავაგოთ ვიღაცების გაღიზიანებაზე და კრიტიკაზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი დიპლომატია იმისთვის, რომ ეკონომიკის წინსვლა თავისით არ მოდის, თავზე არ გვეცემა. ეს არის სწორი საგარეო პოლიტიკის შედეგი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…