პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გვინდა საქართველო იქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის პლატფორმად - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილის განცხადებით, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე ნეიტრალიტეტის იდეასა და ქვეყნის უსაფრთხოებაში მის როლზე მსჯელობენ, რათა საქართველო მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმად იქცეს.

"ისტორიული არის დღევანდელი დღეც და საერთოდ პროცესი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში მიმდინარეობს", - ამის შესახებ პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, თბილისი მიმდინარე საერთაშორისო ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, მსგავსი ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, იმსჯელონ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის იქნება უკეთესი.

"ჩვენ გვინდა საქართველო იქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის პლატფორმად, ეს ფორუმის სახელწოდებაშიც იკითხება. შესაბამისად, მსგავსი ტიპის დისკუსიები იქნება პერმანენტული, პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს შინაარსი.

უნდა გამოვიდეთ დოგმებიდან, ილუზიებიდან და სწორედ ასეთ ფორმატებში ვიმსჯელოთ იმაზე თუ რა არის უკეთესი, თუ რას შეუძლია მოუტანოს საქართველოს რეალური, ხელშესახები გარანტია იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისი საერთაშორისო ფორუმს - "საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმას" მასპინძლობს. მსჯელობენ ნეიტრალიტეტის იდეაზე და მის როლზე ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში.

ღონისძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" და ნეიტრალიტეტის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.

ორი დღის განმავლობაში ოთხი თემატური პანელი ჩატარდება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოვატო შაქარიშვილი: ისტორიული მოვლენაა - პირველად იმართება საქართველოში საერთაშორისო ფორუმი, რომელიც ნეიტრალიტეტს ეძღვნება
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ - პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და ნეიტრალიტეტის კვლევების ორგანიზებით, ნეიტრალიტეტის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს. LIVEწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები