გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა - პლენუმი სათათბიროდ გავიდა
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელის განხილვისას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პროცესის გადადება მოითხოვა და განაცხადა, რომ 6-7 დღეში საქმის ზეპირი განხილვის დაწყება პროცედურული სამართლიანობის დარღვევაა.

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა - შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია "საქართველოსთვის" არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელიდ არეგისტრირდა თუ დღეიდან, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.
ამ წუთებში პლენუმი აღნიშნულ შუამდგომლობაზე სამსჯელოდ სათათბიროდაა გასული.
მოპასუხე მხარეს უფლება აქვს ერთი თვის ვადით მოითხოვოს ამ საქმის გადადება, რომ თავისი პირველადი შესაგებელი წარმოადგინოს დ შემდეგ ეს ჩაითვლება გონივრულ ვადად იმისთვის, რომ მოემზადოს. ფაქტობრივად 13 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე 6-7 დღეა სულ და თქვენ დაიწყეთ საქმის ზეპირი განხილვა, რაც მე ვფიქრობ რომ პროცედურურლი სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა ჩვენთან მიმართებით, იმიტომ, რომ მოპასუხე მხარეს, რომელიც ბოლოს არის დამატებული ამ სარჩელში, არ მიეცა გონივრული შესაძლებლობა ამ საქმის მომზადებისთვის. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენი უფლებები იქნება დარღვეული და გთხოვთ პლენუმს, გადადოთ სხდომის განხილვა მინიმუმ იმ ვადით, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა იმ ვადაში, რაც არის გათვალისწინებული, მოგვეცეს შესაძლებლობა რომ წარმოვადგინოთ შესაგებელი და შემდეგ უკვე ახსნა-განმარტებით ეტაპზე გავაგრძელოთ საქმის განხილვა", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
დღე მესამე - საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვსი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელის განხილვის ორი დღე ისე გავიდა, რომ არც ერთი პარტიის არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის. ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ გაიგო რას ედავება ივანიშვილის "ქართული ოცნება".
გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…