"დარწმუნებული ვარ, "ნაცმოძრაობა" არ აიკრძალება... ჩვენ შეიძლება აგვიკრძალონ და "ნაცმოძრაობა" არის საყრდენი" - ბერდია სიჭინავა
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, პარტიების აკრძალვა ავტოკრატიული რეჟიმის შექმნის ღია განაცხადი იქნება და გამოთქვა რწმენა, რომ "ნაცმოძრაობა" არ აიკრძალება, თუმცა შესაძლებელია მათი პარტია აიკრძალოს.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი, ბედია სიჭინავა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სარჩელს "გახარია საქართველოსთვის" დაემატება.
ბერდია სიჭინავას თქმით, პარტიების აკრძალვა იქნება ღია განაცხადი ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაზე.
"ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ. დარწმუნებული ვარ, რომ "ნაცმოძრაობა" არ აიკრძალება... ჩვენ შეიძლება აგვიკრძალონ და "ნაცმოძრაობა" არის საყრდენი. თუ გაბედავს და მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს იქნება ღია განაცხადი ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე, რაც აუცილებლად დასრულდება, აი, ამ სახრჩობელაზე "ოცნების" პოლიტიკური ჩამოკონწიალებით," - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს, რომელიც პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს, "გახარია საქართველოსთვის" დაემატება. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელს მიმდინარე კვირას წარუდგენს. საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე იმსჯელეს. სარჩელის პირობებში არ იქნება მოთხოვნილი სადეპუტატო მანდატების შეწყვეტა.
მმართველ გუნდში გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავენ და აცხადებენ, რომ პარტიას აქვს დესტრუქციული დღის წესრიგი, ვერ გამოდის საბოტაჟის რეჟიმიდან და არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას.
ციტატები სტატიიდან
„არის საყრდენი. თუ გაბედავს და მიიღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს იქნება ღია განაცხადი ავტოკრატიული რეჟიმის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე, რაც აუცილებლად დასრულდება, აი, ამ სახრჩობელაზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.