პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“

ქართული ოცნება

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობა არ ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის სანქცირებას. მან აღნიშნა, რომ ევროკომისიას სანქციების დაწესება არ შეუძლია და ეს გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია.

მარტა კოსის პასუხი პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას კითხვაზე, რატომ არ ასანქცირებენ ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა“
პირველი არხი

ევროკომისიას არ შეუძლია სანქციების დაწესება, ეს ჩვენი წევრი სახელმწიფოების ან საბჭოს ხელშია, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას ​კითხვაზე პასუხად განაცხადა.

კერძოდ, კშიშტოფ ბრეიზამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე მარტა კოსს ჰკითხა: „საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი არაერთხელ გამოსულა მოთხოვნით, დაწესდეს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურ რეპრესიებსა და საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე. ჩვენ ვიცით მათი სახელები – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე ადამიანებს პატიმრობას უფარდებენ. ჩემი შეკითხვაა: როდის ვიხილავთ საბოლოოდ ევროკავშირის სანქციების პაკეტს ამ პირების წინააღმდეგ? რა აფერხებს ამ ეტაპზე სანქციების დაწესებას და რა ნაბიჯები იდგმება ამ დაბრკოლებების მოსახსნელად? ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობენ. გუშინ ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდგომ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ, ევროპაში მოკლევადიან ვიზიტებსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამას იყენებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს უთხრან, რომ ჩვენი რეზოლუციები და საქმიანობა, ჩვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს. შემოიღებს თუ არა ევროკავშირი ინდივიდუალურ შესვლის აკრძალვებს ამ ადამიანების მიმართ?“

კითხვის პასუხად გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა ამ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე“.

„გეთანხმებით, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობა არ არის თანახმა, სანქციები დააწესოს თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანებზე და ბევრ სხვაზე. ჩვენთვის ნათელია, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყანა უკან იხევს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგში იმყოფება და ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობის მისაღებად. მათ აქამდე დადებითად არ უპასუხიათ. ჩვენ ველოდებით, რომ მთავრობა, სულ მცირე, იმ მიმართულებით იმოქმედებს, სადაც რეალურად სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ერთი პატარა ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ამ მხრივ ნამდვილად დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა მარტა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ - ევროპარლამენტარი
  2. ფორმულაოპოზიციური„კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვს
  3. TV პირველიოპოზიციურიპოლონელი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ და სანქციების დაწესებას ითხოვს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი არაერთხელ გამოსულა მოთხოვნით, დაწესდეს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურ რეპრესიებსა და საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე. ჩვენ ვიცით მათი სახელები – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე ადამიანებს პატიმრობას უფარდებენ. ჩემი შეკითხვაა: როდის ვიხილავთ საბოლოოდ ევროკავშირის სანქციების პაკეტს ამ პირების წინააღმდეგ? რა აფერხებს ამ ეტაპზე სანქციების დაწესებას და რა ნაბიჯები იდგმება ამ დაბრკოლებების მოსახსნელად? ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობენ. გუშინ ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდგომ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ, ევროპაში მოკლევადიან ვიზიტებსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამას იყენებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს უთხრან, რომ ჩვენი რეზოლუციები და საქმიანობა, ჩვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს. შემოიღებს თუ არა ევროკავშირი ინდივიდუალურ შესვლის აკრძალვებს ამ ადამიანების მიმართ?“
კშიშტოფ ბრეიზა
„ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა ამ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე“
მარტა კოსი
„გეთანხმებით, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობა არ არის თანახმა, სანქციები დააწესოს თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანებზე და ბევრ სხვაზე. ჩვენთვის ნათელია, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყანა უკან იხევს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგში იმყოფება და ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობის მისაღებად. მათ აქამდე დადებითად არ უპასუხიათ. ჩვენ ველოდებით, რომ მთავრობა, სულ მცირე, იმ მიმართულებით იმოქმედებს, სადაც რეალურად სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ერთი პატარა ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ამ მხრივ ნამდვილად დაგვეხმარებოდა“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები