თამარ იოსელიანი: „მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, China Eastern Airlines-თან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება.

„ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა China Eastern Airlines – ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან ვან ცინგჩაოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
თამარ იოსელიანის თქმით, შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
“China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. 2026 წლის ივლისიდან China Eastern თბილისის მიმართულებით შანხაიდან ავიამიმოსვლას კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსა და ჩინეთს შორის ხალხთაშორისი კავშირების, ასევე ეკონომიკური კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მისივე თქმით, 2027 წლიდან China Eastern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით ფრენების რაოდენობას გაზრდის.
“იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ავიამიმოსვლა წარმატებულია და ძალიან მოთხოვნადია, China Eastern-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ, რაც დადებითად შეფასდა. მომავალი წლიდან დაემატება სიხშირეები და შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ასევე ტურიზმისა და ეკონომიკური მიმართულების განვითარებას”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვან ცინგჩაოს შეხვდა
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო
თამარ იოსელიანი: მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება
თამარ იოსელიანი: მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება
ციტატები სტატიიდან
„ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია China Eastern Airlines-თან დამატებით სიხშირეების დამატების საკითხი განვიხილეთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…