პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროსაქართველოს რკინიგზა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, China Eastern Airlines-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვან ცინგჩაომ საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირის გაზრდისა და დამატებითი ფრენების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა.

China Eastern-მა საქართველოსთან ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობა გამოთქვა | სამინისტრო
BM.GE

ავიაკომპანია China Eastern Airlines საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირეები გაზრდის მზაობას გამოთქვამს - ამის შესახებ ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნის ფარგლებში კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ვან ცინგჩაომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო აქვეყნებს.

"ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა", - ნათქვამია პრესრელიზში.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული პრესრელიზების მიხედვით, China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის მიერ შანხაი - თბილისის რეგულარული რეისების დაწყება. აღინიშნა, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებულია, გამოირჩევა მაღალი დატვირთულობით და მზარდი მოთხოვნით.

"აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა.

აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი", - ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე მონაწილეობდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ვან ცინგჩაოს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის China Eastern Airlines-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოთამარ იოსელიანი: მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება
  4. რუსთავი 2სამთავრობოთამარ იოსელიანი: მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება
  5. POSTVსამთავრობოთამარ იოსელიანი: „მომავალი წლიდან შანხაი-თბილისს შორის ავიამიმოსვლა კვირაში 5 სიხშირემდე გაიზრდება“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა, გაზარდოს საქართველოს მიმართულებით არსებული რეისების სიხშირე და განიხილოს დამატებითი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობა“
„აღინიშნა, რომ ჩინეთთან ფრენების მიმართულებებისა და სიხშირეების ზრდა დადებითად აისახა მგზავრთნაკადზე. კერძოდ, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისების შედეგად გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ზრდამ დამატებით 36% შეადგინა. აღინიშნა, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და მასთან პირდაპირი საჰაერო კავშირი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ტურიზმის განვითარების, ისე ინვესტიციების მოზიდვის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ გააძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ჩინეთთან და მაქსიმალურად გამოიყენებს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა ქმნის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავიაკომპანიის მგზავრებისთვის დამატებით ტურისტული მიმართულებების, ასევე საქართველოს რკინიგზის და სახმელეთო ტრანსპორტის სერვისების შეთავაზების საკითხი“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის Air China-ს პრეზიდენტს ცუ გუანგძს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები