მსოფლიო · 4 ნოემბერი, 20:00
“ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია” – თეთრი სახლი
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის მარცხის შემდეგ თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი გზავნილით, რომ ტრამპი კვლავ პრეზიდენტია.

ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებში “რესპუბლიკური” პარტიის მარცხის შემდეგ, თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
“ტრამპი ისევ თქვენი პრეზიდენტია” – წერია თეთრი სახლის გამოქვეყნებულ ფოტოზე.
იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა დღეს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩენგმაც. “დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტია. ის ისევ თქვენი პრეზიდენტია!”, – აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…