პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპმა არჩევნების წაგების შემდეგ თეთრ სახლში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა

რესპუბლიკური პარტია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე სტივენ მილერი დანიშნა. საკადრო გადაწყვეტილება კონგრესის შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ დამარცხებას მოჰყვა.

ტრამპმა არჩევნების წაგების შემდეგ თეთრ სახლში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა
იმედინიუსი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი სიუზი უაილსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, უაილსის ადგილს სტივენ მილერი დაიკავებს, რომელიც მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

თავად უაილსი სამუშაოდ არასამთავრობო ორგანიზაციაში Trump Political Operation-ში გადავა.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბატონი სტივენ მილერი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ყველაზე სანდო მრჩეველია, 2026 წლის 9 ნოემბრიდან ადმინისტრაციის უფროსი იქნება. სიუზი უაილსი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა, Trump Political Operation-ში გადავა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისთვის. მან დიდებული საქმე გააკეთა!“, - დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ტრამპის პირველი საკადრო ცვლილება მას შემდეგ, რაც 3 ნოემბერს მისმა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესში შუალედური არჩევნები წააგო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპმა სტივენ მილერი დააწინაურა ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე, ის სუზან უაილსს შეცვლის
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბატონი სტივენ მილერი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და ყველაზე სანდო მრჩეველია, 2026 წლის 9 ნოემბრიდან ადმინისტრაციის უფროსი იქნება. სიუზი უაილსი, რომელმაც შესანიშნავად იმუშავა, Trump Political Operation-ში გადავა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისთვის. მან დიდებული საქმე გააკეთა!“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა სტივენ მილერი დააწინაურა ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე, ის სუზან უაილსს შეცვლისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები