ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფერმერის დღე 2026 - სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა სასოფლო- სამეურნეო სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნა

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფერმერის დღე 2026 აღინიშნა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებმა სასოფლო-სამეურნეო სექტორში საწარმოო შესაძლებლობები შექმნა. აგრესექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი სექტორის განვითარებაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში აგროსექტორის მრავალფეროვანი პროდუქცია გამოიფინა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ფერმერები დაჯილდოვდნენ.

ფერმერის დღე 2026 - სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა სასოფლო- სამეურნეო სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნა
ფერმერის დღე 2026 - სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა სასოფლო- სამეურნეო სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნარუსთავი 2

ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და ძლიერი სოფელი - ფერმერების შრომა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის განვითარებას და გლობალურ ჭრილში, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას. ფერმერების პროფესიული დღის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებას, თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა. აგროსექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.

სახელმწიფოს მიერ, წლების განმავლობაში განხორციელებულმა მხარდაჭერის პროგრამებმა, სასოფლო სამეურნეო სექტორში რეალური საწარმოო შესაძლებლობები შექმნა. როგორც მარცვლეულ კულტურებში, ასევე ხილ-ბოსტნეულისა და სხვა სასურსათო პროდუქციის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სექტორი უფრო პროდუქტიული, ორგანიზებული და ბაზარზე ორიენტირებული ხდება. საბოლოო მიზანიც არა მხოლოდ მიმდინარე საჭიროებებზე რეაგირება, არამედ კონკურენტუნარიანი და სტაბილური აგრესექტორის ჩამოყალიბებაა.

ქართული აგროსექტორის მრავალფეროვანი პროდუქცია ღონისძიების სტუმრებმა, სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში დაათვალიერეს. ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფერმერის დღეზე შეკრებილმა საზოგადოებამ, აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებაც მიიღო ინფორმაცია. "ფერმერის დღის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი, აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები იმ ფერმერებს გადაეცათ, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

"ფერმერის დღე 2026" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
პრემიერი - ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით - გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები