პრემიერი: მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 20 მლრდ ლარს მიაღწია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი წინსვლაა და გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ 20 მილიარდ ლარს მიაღწია. მისი თქმით, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ფერმერის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფერმერის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერის შრომაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული საქართველოში.
"ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სასურსათო უსაფრთხოება, სოციალური სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ფერმერის შრომაზე არის დამოკიდებული ძლიერი სოფელი და ძლიერი სოფლის მეურნეობა. აქედან გამომდინარე, თითოეულ თქვენგანს, ფერმერებს მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი შრომისთვის. ეს შრომა არის ნამდვილად პატრიოტიზმის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება.
ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით. ამ წინსვლას ადასტურებს კონკრეტული შედეგები. გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია. სოფლის მეურნეობაში შექმნილი მშპ 5.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა და ეროვნული ეკონომიკის თითქმის 6%-ს შეადგენს დღეისათვის. სოფლად დასაქმებულთა რაოდენობამ 577 ათასს გადააჭარბა, ხოლო უმუშევრობა 11.2%-მდე შემცირდა. ეს შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი წინსვლა, თუმცა სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, მუდმივი განვითარება. ამისათვის სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა. წელსაც გრძელდება აღმავალი დინამიკა
- BM.GEსოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს - ირაკლი კობახიძე
- იმედინიუსიპრემიერი: ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა გასულ წელს მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა, აღმავალი დინამიკა წელსაც გრძელდება
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით, სოფლის მეურნეობას სჭირდება მუდმივი ზრუნვა, განვითარება, რისთვისაც სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებს და გააკეთებს
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძე: ქართული აგროსასურსათო პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს, გასულ წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა მსოფლიოს 110-ზე მეტ ქვეყანაში ისტორიულ რეკორდს მიაღწია და 1 მილიარდ 845 მილიონი დოლარი შეადგინა
- ინტერპრესნიუსიპრემიერი - ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს სოფლის მეურნეობაში ყველა მიმართულებით - გასულ წელს აგრობიზნესის მთლიანმა გამოშვებამ თითქმის 20 მლრდ ლარს მიაღწია, რაც 2012 წელთან შედარებით 2,5-ჯერ გაუმჯობესებული მაჩვენებელია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.