ლევან სუთიძე: ახლა მთავარი გამოწვევა სხვაგანაა: საშინაო საქმეებიდან დიდწილად გაძევებული ტრამპი საგარეო პოლიტიკაში გადაცხოვრდება
ლევან სუთიძე: სრულმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი დემოკრატიული გამარჯვება შედგა, მაგრამ: ტრამპის გადაყენების ალბათობა ნულთან ახლოსაა. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები იმპიჩმენტს კი გამოაცხადებენ, მაგრამ სენატში 67 ხმის მოგროვება რესპუბლიკელების გარეშე ფანტასტიკის სფეროა.

ტაბულას მთავარი რედაქტორი, ლევან სუთიძე:
სრულმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი დემოკრატიული გამარჯვება შედგა, მაგრამ:
ტრამპის გადაყენების ალბათობა ნულთან ახლოსაა.
წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები იმპიჩმენტს კი გამოაცხადებენ, მაგრამ სენატში 67 ხმის მოგროვება რესპუბლიკელების გარეშე ფანტასტიკის სფეროა.
სხვათაშორის, ეს მოცემულობა ცალკეული რესპუბლიკელი კანონმდებლის პოლიტიკურ წონას ერთიორად ზრდის.
რომც გადააყენონ, მოდის ვენსი.
ახლა მთავარი გამოწვევა სხვაგანაა:
საშინაო საქმეებიდან დიდწილად გაძევებული ტრამპი საგარეო პოლიტიკაში გადაცხოვრდება.
ამერიკული სისტემა ასეა მოწყობილი, ქვეყნის შიგნით პრეზიდენტს კონგრესი ბოჭავს, მაგრამ მის გარეთ საპრეზიდენტო ძალაუფლება თითქმის საიმპერიოა.
მართალია, ორივე პალატის დაკარგვის შემდეგ კონგრესს სერიოზული ბერკეტები უჩნდება: მაგრამ უშუალოდ დიპლომატიას, მოლაპარაკებებსა და სამხედრო თუ პოლიტიკურ იმპროვიზაციებს კონგრესი ბოლომდე მაინც ვერ გააკონტროლებს.
ეს არის მთავარი გამოწვევა ჩვენთვის.
კერძოდ, ამ მარცხის შემდეგ როგორი საგარეო პოლიტიკით გადაწყვეტს ისტორიაში შესვლას აწ უკვე ორივე პალატით შებორკილი და თეთრ სახლში გამომწყვდეული მისი საიმპერატორო უდიდებულესობა?
აქ ორი უკიდურესობაა. ან ეცდება "მშვიდობისმყოფელის" მანტია მოისხას და დიქტატორებთან სწრაფი, ჩვენთვის სახიფათო "დიდი გარიგებებით" დაამთავროს კონფლიქტები, ან პირიქით, საშინაო მარცხით გაღიზიანებულმა, საკუთარი ძალის დასამტკიცებლად გაცილებით ხისტი და აგრესიული კურსი აირჩიოს გარე მოთამაშეების მიმართ.
მოკლედ, უნდა გვიხაროდეს თუ გვწყინდეს, ჯერ აბსოლუტურად გაუგებარია. წინ ორი წელია. ორ წელში კი ყველაფრის გაკეთებაც შეიძლება და ყველაფრის გაფუჭებაც.
სხვა საქმეა, ამ კონგრესს თუ დაემატა დემოკრატი პრეზიდენტი, ეს ვის რას მოგვანატრებს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…