პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში თბილისში ქირა 9%-მდე გაძვირდა - G&T

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, სასწავლო წლის დაწყების ფონზე თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი თვიურად 8.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 11.3 დოლარი შეადგინა.

სექტემბერში თბილისში ქირა 9%-მდე გაძვირდა - G&T
BM.GE

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული მაღალი მოთხოვნის ფონზე, საშუალო ზომის (50-60 კვ.მ) ბინის ქირის ფასი თბილისში თვიურად მკვეთრად, 8.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 11.3 დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს ეხება.

ქირის ფასების ასე მატებამ მატებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა საცხოვრებელი უძრავი ქონების შემოსავლიანობაზეც შედეგად, ქირის ამონაგები (Yield) 9.4%-მდე გაიზარდა, რაც რეგიონის სხვა დედაქალაქებთან შედარებით კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად რჩება.

საივესტიციო ბანკის შეფასებითვე, აგვისტოს სეზონური შენელების შემდეგ, ბინებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე. კერძოდ, სექტემბერში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 2%-ით გაიზარდა (2 163 ბინა), ხოლო პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობამ 2 167 შეადგინა (+14.5%). ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში თბილისში 35 033 ტრანზაქცია დაფიქსირდა, ხოლო გაყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 3.2 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

პირველად ბაზარზე ყველაზე მაღალი საშუალო ფასით ტრადიციულად ვაკე ($3 372/კვ.მ) და მთაწმინდა ($2 719/კვ.მ) შენარჩუნდა, ხოლო ყველაზე ბიუჯეტური ფასები დაფიქსირდა სამგორში ($1 172/კვ.მ), გლდანში ($1 156/კვ.მ), დიდ დიღომსა ($1 144/კვ.მ) და ვაშლიჯვარში ($1 111/კვ.მ).

სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული სეზონურად მაღალი მოთხოვნის ფონზე, საშუალო ზომის (50-60 კვ.მ) ბინის ქირის ფასი თვიურად მკვეთრად, 8.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 11.3 დოლარი შეადგინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურისექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები 8%-ით 4 330-მდე გაიზარდა - სად ღირს ყველაზე ძვირი/იაფი?
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
სექტემბერში თბილისში 4 254 ბინა გაიყიდა, ზრდა 10%-იაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები