9 თვეში თბილისში $3.1 მილიარდის ღირებულების ბინები გაიყიდა | TBC Capital
TBC Capital-ის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 9 თვეში $3.1 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 23%-იანი ზრდაა. ამ პერიოდში სულ 34 434 ბინა გაიყიდა, თუმცა ახალი სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული მიწოდება 10%-ით შემცირდა.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 3.1 მლრდ დოლარი შეადგინა და წლიურად 23%-ით გაიზარდა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდის ტემპის შესამჩნევ აჩქარებაზე მიუთითებს. იანვარ-სექტემბერში თბილისში ჯამში 34 434 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში ბაზარზე პოტენციური მიწოდება, რომელსაც გაცემული სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობი ასახავს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10%-ით შემცირდა და დაახლოებით 854 000 კვ.მ შეადგინა.
უშუალოდ სექტემბრის თვეში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობამ 4 254-ს მიაღწია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაზრდილი, ჯამში სექტემბერში თბილისში 387 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გაყიდვების რაოდენობით სექტემბერში ლიდერობდა დიდი დიღომი (988 ბინა) და საბურთალო (705 ბინა), ხოლო ყველაზე მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი კვლავ მთაწმინდასა ($2 336/კვ.მ) და ვაკეში ($2 143/კვ.მ) დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის სექტემბერში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე წლიურად 3%-ით გაიზარდა და 1 373 შეადგინა. საშუალო გასაქირავებელი ფასი კი 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე $10.3-ს მიაღწია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…