პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც

Colliers-ის მონაცემებით, სექტემბერში თბილისში 376 მილიონი დოლარის ღირებულების 4 245 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 6.4%-ით გაიზარდა, პარალელურად კი ქალაქის მასშტაბით როგორც ახალი, ისე ძველი ბინების ფასების მატება დაფიქსირდა.

სექტემბერში, თბილისში ახალი და ძველი ბინები გაძვირდა | გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც
BM.GE

სექტემბერში თბილისში $376 მილიონის ღირებულების 4 245 ბინა გაიყიდა. Colliers-ის მიერ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მონაცემებით, საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 6.4%-ით, ხოლო ბაზრის 24.1%-ით არის გაზრდილი.

ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის სექტემბერთან შედარებით 9.8%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (6.3%), ისე მეორეულ ბაზრებზე (14.6%). ტრანზაქციების რაოდენობა 4.7%-ით შემცირდა ძველ პროექტებში.

"თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა", - აღნიშნავენ Colliers Georgia-ში.

რაც შეეხება საცხოვრებელი უძრავი ქონების ღირებულებას, სექტემბერში, დედაქალაქში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით გარეუბნებში 9.9%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრში - 15%-ით, ხოლო, ქალაქის ცენტრში 12.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

"ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე", - განმარტავენ Colliers Georgia-ში.

ამასთან, ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 11.9% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 10%-ით გაიზარდა.

ძველი ბინების შემთხვევაში საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ქალაქის ცენტრში 16.8%-ით, ფართო ცენტრში 17.3%-ით, ხოლო გარეუბანში 10.9%-ით გაიზარდა. ქალაქის მასშტაბით ძველ პროექტებში ფასმა 14%-ით მოიმატა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურიბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა | ახალ ბინებში მ²-ის ღირებულება $1 408-მდე გაიზარდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თბილისში, როგორც ძველ ისე ახალ პროექტებში ტრანზაქციების უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებზე მოდის, უცხოეთის მოქალაქეების წილი გასული წლის სექტემბერთან შედარებით მცირედით გაიზარდა და 12% შეადგინა“
„ფართო ცენტრში რამდენიმე ძვირიანი პროექტის რეგისტრაცია დაიწყო, რამაც იმოქმედა ფასების ზრდაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აგვისტოში ბათუმში 1235 ბინა გასხვისდა, კლება 4%-იაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები