პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლო

გიგა ავალიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები, მათ შორის არასრულწლოვანი კლასელი და გამომძიებლები იკითხებიან.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული ნია იმნაძის და, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ანასტასია ბერუაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღეს სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევს. ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი 5 აგვისტოს დააკავეს.

საქმის პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დაიკითხა საქმის გამომძიებელი, ეკა კუპატაძის თანამშრომელი - მასწავლებელი, რომელიც ამავე ცენტრში მუშაობდა და, ასევე, ნია იმნაძის კლასელი.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ნინა იმნაძის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება მისი კლასელი არასრულწლოვანი გოგონა, ასევე მოწმის სახით გამოიკითხება საქმის სამი გამომძიებელი. ასევე მოწმის სახით წარმოდგენილია ეკა კუპატაძის თანამშრომელი მასწავლებელი, რომელიც ამავე სასწავლო ცენტრში მუშაობდა და ქართულს ასწავლიდა. ნინა იმნაძის კლასელთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ამ ბავშვს საუბარი ჰქონდა ნია იმნაძესთან, მასწავლებელთან დაკავშირებით, ანუ, როგორც მისმა მასწავლებლებმა განმარტეს, მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა ნია იმნაძემ, თითქოსდა ის იყო შევიწროების მსხვერპლი და დაახლოებით მსგავს ინფორმაციას უნდა ფლობდეს მისი კლასელი - არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოიკითხა გამოძიებაში და დაახლოებით ამ შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას, ვნახოთ რა ინფორმაციას მიაწვდის ის სასამართლოს", - აცხადებს ქეთევან სონიძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, ნინა იმნაძის ბრალდების საქმეზე მოწმის სახით დაიკითხება მისი კლასელი არასრულწლოვანი გოგონა, ასევე მოწმის სახით გამოიკითხება საქმის სამი გამომძიებელი. ასევე მოწმის სახით წარმოდგენილია ეკა კუპატაძის თანამშრომელი მასწავლებელი, რომელიც ამავე სასწავლო ცენტრში მუშაობდა და ქართულს ასწავლიდა. ნინა იმნაძის კლასელთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ამ ბავშვს საუბარი ჰქონდა ნია იმნაძესთან, მასწავლებელთან დაკავშირებით, ანუ, როგორც მისმა მასწავლებლებმა განმარტეს, მათ გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა ნია იმნაძემ, თითქოსდა ის იყო შევიწროების მსხვერპლი და დაახლოებით მსგავს ინფორმაციას უნდა ფლობდეს მისი კლასელი - არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოიკითხა გამოძიებაში და დაახლოებით ამ შინაარსის ჩვენება მისცა გამოძიებას, ვნახოთ რა ინფორმაციას მიაწვდის ის სასამართლოს“
ქეთევან სონიძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ნია იმნაძის მშობლებმა დღეს გამოკითხვაზე უარი თქვეს – დეტალებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები