პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“მე პირადად, მეგონა, რომ ტრამპის პარტია არ წააგებდა” – ია ფარულავა

რესპუბლიკური პარტია

მსახიობი ია ფარულავა აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე დონალდ ტრამპის კომენტარს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პირადად მას ტრამპის პარტიის წაგება არ ეგონა.

“მე პირადად, მეგონა, რომ ტრამპის პარტია არ წააგებდა” – ია ფარულავა
ალია

მსახიობი, ია ფარულავა:

პრეზიდენტი ტრამპი:

ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ვარ. მე ამას ჩემს დამარცხებად არ მივიჩნევ . მე ხომ არ ვყოფილვარ საარჩევნო ბიულეტენში.

როდესაც ბიულეტენში ხარ, ეს სულ სხვაა, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ხარ.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან განვიცდი ამ დანაკარგებს – წაგება მძიმე დარტყმაა.

ვეტო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უფლებამოსილება, რაც პრეზიდენტს აქვს. ისინი გამოაგზავნიან ისეთ გიჟურ რაღაცებს, რომლებსაც მე ვეტოს დავადებ, და რამდენიმე თვის…ვეტოების შემდეგ, ისინი დაგვირეკავენ და გვეტყვიან: „როგორ მოვაგვაროთ ეს საქმეები?“ და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ.

ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, თუმცა სინამდვილეში ვერ აკონტროლებენ, რადგან შეუძლიათ გამოაგზავნონ, იცით, 50 სხვადასხვა კანონპროექტი, რომლებითაც უკან დავუბრუნებ კარგი ბეჭდით – „ვეტო“ და, იცით, ისინი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობენ.

და იმედი მაქვს, ამის გაკეთება არ მომიწევს.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც საქმის კეთება უყვარს.

და არის საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია ერთად მუშაობა. არის რაღაცები, რაზეც ვერ ვიმუშავებთ.

თითქმის არასდროს ხდება, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა – რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს, რესპუბლიკელი თუ დემოკრატი, კაცი თუ ქალი რომ მისმა პარტიამ მოიგოს შუალედური არჩევნები

ამონარიდები – ტრამპის ინტერვიუ Fox თან

ამერიკაში შუალედურ (Midterm) არჩევნებში, როგორც წესი, ყოველთვის მოქმედი პრეზიდენტის ოპოზიციური პარტია იმარჯვებს.

აი, მოკლე და მკაფიო მაგალითები:

2018 წელი: გაიმარჯვა ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ (წარმომადგენელთა პალატაში)

2010 წელი: გაიმარჯვა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ წააგო მოქმედი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას დემოკრატიულმა პარტიამ

1994 წელი: გაიმარჯვა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ წააგო მოქმედი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დემოკრატიულმა პარტიამ

არსი მარტივია: ამომრჩევლები თითქმის ყოველთვის სჯიან მმართველ პრეზიდენტს და მხარს მის ოპონენტებს უჭერენ

თუმცა მე პირადად მეგონა რომ ტრამპის პარტია არ წააგებდა

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპმა არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხი იმით ახსნა, რომ თავად ბიულეტენში არ იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები