პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მიერ კონგრესზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში მისი ადმინისტრაციის პროგრესი შესაძლოა გაქრეს და მხარდამჭერებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს ბიულეტენში თავადაც კენჭს იყრის.

დონალდ ტრამპი - როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ, ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ - ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ შუალედურ არჩევნებში “დემოკრატები” კონგრესზე კონტროლს მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიერ მიღწეული პროგრესის დიდი ნაწილი შესაძლოა გაქრეს.

Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ ინიციატივებზე, რომლებსაც ის აქტიურად უჭერს მხარს.

„ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“,- განაცხადა მან.

ტრამპმა ყველას მოუწოდა, წარმოიდგინონ, თითქოს საარჩევნო ბიულეტენში მისი სახელიც არის შეტანილი. „როდესაც ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიმარჯვებ; ამ დროს 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა ბიულეტენში არ ვარ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, წარმოიდგინონ, რომ მეც ბიულეტენში ვარ. თუ ჩვენი ხალხი მივა არჩევნებზე, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს და კონგრესის 100 წევრიდან 35-ს ირჩევენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამდენი რამ გავაკეთეთ და ეს ყველაფერი შეიძლება წყალში ჩაიყაროს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტრამპის თქმით, არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ის "მისტერ ვეტო" გახდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები