ირაკლი კობახიძე – ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის უსამართლო პოლიტიკას
ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოსთან დიალოგის შეწყვეტა 2024 წლის ივნისში ევროკომისიამ გადაწყვიტა და არა ქვეყნის ხელისუფლებამ. პრემიერმა ევროკომისია უსამართლო პოლიტიკაში და ქართული საზოგადოების დასაშანტაჟებლად კანდიდატის სტატუსისა თუ მოლაპარაკებების საკითხის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა კომისიამ.
„საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას. ჩვენ გავიგეთ, რომ ევროპული კომისია იყენებდა კანდიდატის სტატუსის საკითხს პირველ ეტაპზე და მიერთების მოლაპარაკების საკითხს შემდეგ ეტაპზე საქართველოს შანტაჟისთვის, ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე: ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას
პრემიერი - ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით განცხადებას - ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის უსამართლო პოლიტიკას
ირაკლი კობახიძე: „ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას, ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას“
“ოცნების“ ლიდერი უმწვავესი კითხვების პირისპირ - Euronews-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რისთვის იმყოფებოდა ევროპის დედაქალაში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…