პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბაჩო ოდიშარია: "ევრონიუსს" სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: "დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა"

ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორის, ბაჩო ოდიშარიას განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების სამიტზე ირაკლი კობახიძის სტუმრობის შემდეგ „ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს თქვას, რომ საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის სამშობლოში დემოკრატიის მასტერკლასი ჩაატარა.

ბაჩო ოდიშარია: "ევრონიუსს" სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: "დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა"
რუსთავი 2

ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორი, ბაჩო ოდიშარია,„ევრონიუსის“ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სტუმრობას სოციალურ ქსელში აფასებს და 1981 წელს, თბილისის „დინამოს“ გამარჯვებასთან პარალელს ავლებს.

კერძოდ, ოდიშარია აცხადებს, რომ ბრიტანული პრესის მსგავსად, რომელიც 1981 წელს წერდა, რომ ფეხბურთის სამშობლოში ქართველებმა ასწავლეს ფეხბურთი, „ევრონიუსსაც“ შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა მათ დემოკრატიის მასტერკლასი ჩაუტარა.

"1981 წელს თბილისის „დინამომ“ „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურა, ბრიტანული პრესა წერდა: „ფეხბურთის სამშობლოში ქართველებმა ფეხბურთი გვასწავლესო“.

ჰოდა, „ევრონიუსსაც“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: “დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”. - წერს ბაჩო ოდიშარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობობაჩო ოდიშარია: „ევრონიუსს“ სრული უფლება აქვს, ახალი ამბები ასე დაიწყოს: „დემოკრატიის სამშობლოში საქართველოს პრემიერმა დემოკრატიის მასტერკლასი ჩაგვიტარა”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე: ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ ტენდენციები და დამოკიდებულებები შეიცვლება. ჩვენ გვინდა ღირსებით შევიდეთ ევროკავშირში, ჩვენ არ ვართ მარიონეტებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები