პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ფიგურანტებს, რომლებმაც მისი თქმით კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, დანაშაულის აღიარებისა და მონანიების სანაცვლოდ საპატიმროს დატოვება შესთავაზეს.

პრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება
რუსთავი 2

მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული.

"პირველ რიგში, ჩვენ გვაქვს ჩვენი ჰუმანური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, მათ სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ჩვენ გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება. მოხარული ვართ, რომ შესაბამისი ნაბიჯი გადადგა არაერთმა ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მძიმე დანაშაული ჩაიდინეს, ჩვენ გამოვედით ჰუმანური აქტით და შევთავაზეთ ასეთი რამ შესაბამის სამართალდამრღვევებს. კიდევ ერთხელ, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით. ისინი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან და ეს ყველამ მხედველობაში უნდა მივიღოთ. შესაბამისად, ვინც სხვანაირად უყურებს მის მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულს, მას უნდა ეპატიოს ეს დანაშაული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოპრემიერი 4 ოქტომბრის საქმეზე: „მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, სცადეს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, გამოვედით ჰუმანური წინადადებით და ყველას, ვინც აღიარებდა, მოინანიებდა დანაშაულს, შევთავაზეთ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვება, მოხარული ვართ, რომ არაერთი ადამიანი სარგებლობს ამ წინადადებით“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები