მდინარე რიონში ავტომობილის წყალში გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში ავტომობილის მდინარე რიონში გადავარდნის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მდინარე რიონში ავტომობილი წყალში გადავარდა - შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.
ინფორმაცია "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მდინარიდან ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა
რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…